თიბისიმ სტუდენტებს კიდევ ერთი განსაკუთრებული ინიციატივა შესთავაზა. ახალი თიბისი ბარათით, სტუდენტებს შეუძლიათ დაიბრუნონ გადახდილი თანხის 10% პარტნიორი უნივერსიტეტების კაფეტერიებში.
გახსოვდეთ, რომ შეთავაზება მოქმედებს ყოველდღე, თიბისის POS ტერმინალზე გადახდისას.
უნივერსიტეტები, სადაც შეგიძლია ისარგებლო თიბისის შეთავაზებით:
საქართველოს უნივერსიტეტი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)
ევროპის უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტი (CU)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
GIPA
ასე რომ, თუ ხარ 18-23 წლის, სტუდენტი, თიბისისგან ძალიან ბევრი საინტერესო და სასარგებლო პროდუქტი და შეთავაზება შეგიძლია მიიღო.
აქვე, შეგახსენებთ ახალი თიბისი ბარათის უპირატესობებს, რომელიც სტუდენტებისთვის საუკეთესო არჩევანია. თიბისი ბარათით შეგიძლია:
ნებისმიერ ტერმინალზე ყოველი გადახდისას დააგროვო 0.5%;
დააგროვო 2-ჯერ მეტი (1%) შერჩეულ კატეგორიაში - სურსათი, ფარმაცია, საწვავი;
საკომისიოს გარეშე გაანაღდო თანხა ნებისმიერი ბანკომატიდან;
გადაიხადო თვეში 5 კომუნალური, საკომისიოს გარეშე;
ახალი თიბისი ბარათის აღება შეგიძლიათ სრულიად უფასოდ, თიბისის მობაილბანკიდან, სულ რაღაც 40 წამში.