საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით აჭარაში, სამთოკურორტ გოდერიძე სათხილამურო ტურნირი „გოდერძის თასი 2025“ ჩატარდა.
ტურნირში ერთმანეთს მოყვარული მოთხილამურეები შეეჯიბრნენ, გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ, ტურნირთან დაკავშირებით, სამთო კურორტზე სხვადასხვა ტიპის აქტივობები მოაწყო, კურორტზე კვების სივრცე და ფოტო ზონა იყო წარმოდგენილი. ტურნირის მონაწილეთა განწყობაზე დიჯეიმ იზრუნა.
ღონისძიების მიზანია სამთო-სათხილამურო კურორტებისპოპულარიზაცია, სეზონურობის გახანგრძლივება და შიდა ტურიზმის სტიმულირება.