ესპანეთის ლა ლიგაში ოცდამეცხრე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ სახლში „მალიორკას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

გიორგი მამარდაშვილმა (Flashscore - 6,9) შეხვედრა სრულად ჩაატარა.

ბოლო ოთხ შეხვედრაში მოპოვებული ორი გამარჯვების და ორის ფრის შემდეგ „ვალენსიამ“ გასავარდნ ზონას თავი დააღწია და მეთხუთმეტე ადგილზეა.

„ვალენსია“ - „მალიორკა“ 1:0(0:0)
გოლი: 50' დიეგო ლოპესი