ბოსტონში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში.
მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს პირველობას ერთმანეთს ინდივიდუალური პროგრამით მოასპარეზე კაცები ეცილებოდნენ.
ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ 90.39 ქულით მე-6 ადგილზე იყო, თავისუფალი სტილით ასპარეზობისას კარიერაში საუკეთესო შედეგი, 172,64 აჩვენა და მე-8 ადგილი დაიკავა.
ორივე დისციპლინის ჯამში ნიკა ეგაძემ, ასევე კარიერაში ნაჩვენები საუკეთესო შედეგით დაიკავა მე-9 ადგილი.
ნიკა ეგაძემ ნაჩვენები შედეგი მილანი - კორტინა დ'ამპეცოს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.
1. ილია მალინინი (აშშ) - 318.56
2. მიხაილ შაიდოროვი (ყაზახეთი) - 287.47
3. იუმა კაგიამა (იაპონია) - 278.19
9. ნიკა ეგაძე (საქართველო) - 263.03
ამრიგად, ბოსტონში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოციგურავეებმა ოლიმპიური ლიცენზიები ოთხიდან სამ დისციპლინაში (კაცები - ნიკა ეგაძე, მე-9 ადგილი, წყვილები - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, მე-4 ადგილი და ყინულზე ცეკვა - დიანა დევისი და გლებ სმოლკინი, მე-10 ადგილი) მოიპოვეს.