ბოსტონში, ფიგურული სრიალის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ყინულზე ცეკვის ოსტატები თავისუფალი პროგრამით ასპარეზობდნენ.

საქართველოს წარმომადგენლებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა, რომლებიც  რიტმულ ცეკვაში მოპოვებული 73,22 ქულით მე-14 ადგილზე იყვნენ და ოლიმპიური საგზურის მოსაპოვებლად ფინალში გასული სხვა  ცხრამეტი მონაწილიდან ერთი რომელიმესთვის უნდა გაესწროთ, ამოცანა წარმატებით გადაჭრეს და ამ მომენტისთვის ყინულის მოედანზე გამოსულ ყველა სპორტსმენზე წინ იმყოფებიან. 

დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა თავისუფალ ცეკვაში 117,28 ქულა მიიღეს და ორი დისციპლინის ჯამში მოგროვილი 190,5 ქულით სულ მცირე მე-11 ადგილი და მილანი-კორტინა დ'ამპეცოს ოლიმპიური თამაშების საგზური გაინაღდეს.