ბატონმა ჯემალმა [ლეონიძე] „ენესკაც“ ახსენა ნავთობ სადისტრიბუციო კომპანია, რომელთან დაკავშირებით, მე მონაწილეობა მივიღე მხოლოდ სადამფუძნებლო დოკუმენტების მომზადებაში. „ენესკასთან“ დაკავშირებით იყო შეხვედრები, მახსოვს შეხვედრები ბატონი ჯემალის ოფისში, წყალსადენის ქუჩაზე, სადაც „ენესკას“ დამფუძნებლები იკრიბებოდნენ, ბატონი გიორგი ასლანიკაშვილიც მოდიოდა იქ, - ამის შესახებ ადვოკატმა როინ მიგრიაულმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის (ჯემალ ლეონიძე, შპს „მაგნატი“) განხილვა მიმდინარეობს.

„რაზეც აქცენტი მინდა გავაკეთო და რაც ჩემს თვალწინ მოხდა, ის სცენა მინდა აღვიდგინო: ბატონი ჯემალი დაპატიმრებულია და მისი „მაგნატის“ წილის გადანაწილების ერთი ეპიზოდია, როდესაც „თიბისი ბანკმა“ მოამზადა შეთანხმება თავისი იურისტების მეშვეობით და ამ შეთანხმების თანახმად, 5% უნდა დარჩენოდა „მაგნატის“ ერთ-ერთ სუბიექტს, რომელზეც წილი ჰქონდა გადანაწილებული, თუ არ ვცდები, ბატონი ბუჩუკური იყო. მგონი, ეს ბოლო 5 პროცენტი იყო, იმიტომ, რომ დანარჩენი პროცენტები უკვე გადანაწილებული ჰქონდათ. „თიბისი ბანკმა“ მოამზადა შეთანხმება ამ 5 პროცენტის გადაფორმებასთან დაკავშირებით, ოღონდ, აღარ მახსოვს, რის სანაცვლოდ, რატომ უნდა გადაეფორმებინა ბუჩუკურს ბოლო 5 პროცენტი „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლებისათვის, უშუალოდ „თიბისი ბანკი“, მგონი, არ ფიგურირებდა. დისკუსია მიდიოდა, რომელსაც მეც ვესწრებოდი „თიბისი ბანკში“, ვცდილობდი ყველანაირად, ეს 5 პროცენტი მაინც შენარჩუნებულიყო და არ მომხდარიყო დათმობა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, შემოდის მოლაპარაკების ოთახში ბატონი ბუცხრიკიძე და ულტიმატუმს აყენებს, რომ თუ ამ შეთანხმებას ხელს არ მოაწერთ, ჩაიშლება მოლაპარაკება. ამ მოლაპარაკებას ესწრებოდა ბუჩუკური, ბანკის იურისტი, აღარ მახსოვს კიდევ იქ ვინ იყო და შემოსვლა ბატონი ბუცხრიკიძის ჩემს თვალწინ მოხდა და მან ეს ულტიმატუმი წამოაყენა. ჩვენ იძულებული გავხდით, მოლაპარაკება ისე დაგვესრულებინა, როგორც "თიბისი ბანკის" წარმომადგენლებს სურდათ.“- განაცხადა როინ მიგრიაულმა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, შპს „მაგნატის“ საქმეზე უკვე მოუსმინეს კომპანიის მესაკუთრეს, ჯემალ ლეონიძეს