თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში 6 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო. 

არსებული ინფორმაციით, კახეთში, ერთ-ერთ საგანმანათლებლო ცენტრში მოწყობილ მცირე ზომის აუზში ჩავარდა. თავდაპირველად,  ბავშვის დახმარება ტერიტორიაზე მყოფმა პირებმა სცადეს, ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაც, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ცნობისათვის, ბავშვი ბანაკში  რუსეთის ფედერაციიდან, დედასთან ერთად ჩავიდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პედაგოგების კონფერენცია მიმდინარეობდა.