GE EN FR

დღის სიახლეები

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: „აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან განვიხილეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განხორციელებული პირველი ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, ასევე ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან.

1752249345

მსოფლიო

ბიზნესი

დავით სონღულაშვილი ჩინეთის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ჩინეთის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც ჩინეთის ერთ-ერთი მსხვილი ღვინის სადისტრიბუციო კომპანიის „ლიქუან ვაინი“ (Liquan Wine) წარმომადგენლები შედიოდნენ, ჩინეთში მცხოვრები ბიზნესმენი, საქართველოს მოქალაქე სანდრო ბერიძე (ისიაო ძუნი) ხელმძღვანელობდა.

1752244718

მარიამ ქვრივიშვილმა და ფარვიზ შაჰბაზოვმა ბაქოში ორი ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს

ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა.  მარიამ ქვრივიშვილმა და ფარვიზ შაჰბაზოვმა ორი ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. 

1752244700

სპორტი

ჭადრაკში ქალთა მსოფლიო თასის გათამაშების მესამე წრეში შვიდიდან ოთხი ქართველი მოჭადრაკე გააგრძელებს ასპარეზობას

ბათუმში, სასტუმრო „გრანდ ბელაჯიოში“ ქალთა შორის მსოფლიო თასის გათამაშება მიმდინარეობს.

1752168609

სხვა სიახლეები

15 560 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, 57,74 გრამი საიუველირო ნაკეთობები - საგამოძიებო სამსახურმა ივლისში სხვადასხვა სახის დანაშაულებრივი ქმედება გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით საგამოძიებო სამსახური საფინანსო- ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით აქტიურ მუშაობას განაგრძობს. უწყებამ ივლისში სხვადასხვა სახის დანაშაულებრივი ქმედება გამოავლინა.

1752244248

რევაზ სოხაძე: კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ რაჭის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის

"რაჭაში ბევრი სამუშაოა ჩატარებული, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის, საბავშვო ბაღებისა თუ წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის მიმართულებით. პროექტები ამჟამადაც მიმდინარეობს. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დავგეგმეთ სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებებიც. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ყველას გვახსოვს ტრაგედია, რომელიც ორი წლის წინ შოვში დატრიალდა. ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება, რომ რეგიონი მალე გამოვიდეს მისი შედეგებიდან, ასევე მოგვარდეს ტურიზმთან დაკავშირებული პრობლემები. ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ ამ რეგიონში“-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რაჭაში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

1752243638

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაიწყოს სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა, რაც ახალ სტიმულს მისცემს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას

„საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობარი სახელმწიფოები არიან. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის განვითარების ტემპის გაზრდას, მათ შორის, ტრანსპორტის სფეროში, რომელიც ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შავი და კასპიის ზღვებს შორის სტრატეგიული მდებარეობა ჩვენ ქვეყნებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნების მიმდინარე განვითარებაში მნიშვნელოვან მოთამაშეებად აქცევს“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრთან, რაშად ნაბიევთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

1752242873