საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ორგანიზაცია "საფარს" ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის. 

"ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას, აორგანიზებს აქციებს არჩეული ხელისუფლების დამხობის მოწოდებით და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის.

სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის და ექსტრემიზმის ურთიერთკავშირის შესახებ." - წერს შალვა პაპუაშვილი.