ლონდონში უიმბლდონის დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალური შეხვედრები დასრულდა.
უიმბლდონის დიდი სლემის ტურნირის ფინალში ერთმანეთს ესპანელი კარლოს ალკარასი და იტალიელი იანიკ სინერი შეხვდებიან.
პირველმა მათგანმა ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიცი დაამარცხა, მეორემ კი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.
ტეილორ ფრიცი - კარლოს ალკარასი 4:6, 7:5, 3:6, 6:7(6:8)
იანიკ სინერი - ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:3, 6:3, 6:4
ქალთა ტურნირის ფინალში ერთმანეთს ამერიკელი ამანდა ანისიმოვა და პოლონელი იგა სვიატეკი შეხვდებიან.
ამანდა ანისიმოვა - არინა საბალენკა (ბელარუსი) 6:4, 4:6, 6:4
იგა სვიატეკი - ბელინდა ბენჩიჩი (შვეიცარია) 6:2, 6:0