წუხელ ავტობანზე, ე.წ. რიკოთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
პირველადი ინფორმაციით ტრაილერის შეეჯახა მსუბუქმა ავტომობილს, სადაც ოჯახის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა. დანარჩენი დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.