ისტ-რატერფორდში, „მეტლაიფზე“, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა დასრულდა.

„პარი სენ-ჟერმენის“ და „რეალის“ მატჩის დებიუტშივე პარიზელებმა ორი გოლი გაიტანეს და პრაქტიკულად გადაწყვიტეს შეხვდერის ბედი.



24-ე წუთზე ფაბიან რუისმა მესამედ აიღო მადრიდელთა კარი, 87-ე წუთზე კი გონსალო რამოსმა მადრიდელთათვის გამანადგურებელი ანგარიში დააფიქსირა.

ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore - 7,5) მწვრთნელმა შეხვედრის 5-ე წუთზე შეცვალა

„პარი სენ-ჟერმენი“ - „რეალი“ 4:0(3:0)
გოლები: 6' ფაბიან რუისი 1:0, 9' უსმან დემბელე 2:0, 24' ფაბიან რუისი 3:0, 87' გონსალო რამოსი 4:0


13 ივლისს, „მეტლაიფზე“, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, „პარი სენ-ჟერმენი“ „ჩელსის“ შეხვდება