„ესპანეთის ნაკრებს ბოლო 3 წელიწადში 4-ჯერ შევხვდით და ოთხივეჯერ დავმარცხდით, მაგრამ ხვალინდელი თამაში სრულიად განსხვავებული იქნება. კარგად მახსოვს ის წაგებები. ერთი მატჩი 1:7-ით დავთმეთ და შეიძლება, აქ რომ ვართ, მაშინდელი მარცხის დამსახურებაც იყოს, რადგან წარუმატებლობიდან სწორი დასკვნები გავაკეთეთ.- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"პორტუგალიასთან იყო ეპიზოდები, როდესაც ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და ვუტევდით, მინდა რომ ხვალინდელ თამაშზეც ასეთი სცენარი ვნახო, რადგან თუ მხოლოდ დაცვაზე იზრუნებ, შედეგს ვერ მიაღწევ.
უნდა ვიბრძოლოთ, რადგან დასაკარგი აღარაფერი გვაქვს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ევრო2024-ის ჩემპიონები ვართ “, - აღნიშნა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.
გერმანიაში, მერვედფინალში "ჯვაროსნები" ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი ხვალ, 23:00 საათზე დაიწყება.
თარგმანი "იმედი"