გამოცემა foofball.fr-ი საქართველოს თამაშს ფოტორეპორტაჟს უძღვნის, სადაც მთავარ ფოტოდ ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი გოლი აქვთ გამოტანილი. "ფანტასტიკური საქართველო" - ასე ჰქვია ფოტოს საქართველოს დროშით.

"ვილი სანიოლის ბიჭებმა პორტუგალიის ნაკრები 2;0 ანგარიშით დაამარცხეს და დამსახურებული საგზური მოიპოვეს მერვედფინალში"- ვკითხულობთ გამოცემაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.