საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, გერმანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა.
"ბუდუ ზივზივაძე ჩვენი გუნდის ნაწილი, მან თურქებთან რამდენიმე წუთი ითამაშა, ჩეხებთან კი იგანსხვავებული თამაშის დროს სხვანაირი გადაწყვეტილება მივიღე და არ ვათამაშე. თქვენ ამ ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებთ. მე კი პოლიტიკისგან შორს ვარ. რადგან მინდა მივიღო სწორი გადაწყვეტილებები, რომელიც მხოლოდ საფეხბურთო ფაქტებზე იქნება დაფუძნებული.
ეს უკვე ცოტა სასაცილოა, რადგან 6-7 თვის წინ ბევრი მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ბუდუს დავაწყებინე ძირითადში თამაში. ახლა კი ყველაფერი პირიქით ხდება და მაკრიტიკებენ ვიღაც ბრიყვები, საფეხბურთო მიზეზების გარეშე და აღარ შემიძლია ამის მიღება.მე ვარ ნაკრების მწვრთნელი და ვინ ითამაშებს და ვინ არა, ამას მხოლოდ მე ვწყვეტ,. ბოდიში ასეთი ტონისთვის, მაგრამ, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ ამის გამო." - განაცხადა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა.
შეგახსენებთ, 26 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.