საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა Ligue 1-თან სტუმრობისას აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ ესაუბრა.
„ხვიჩას ტელეფონზე ვესაუბრე. დიახ, დამწუხრებულია, მაგრამ ესმის, რომ ტრავმები ფეხბურთელის კარიერის ნაწილია.მას ვუთხარი: შენ უკან დგას საქართველო და არამხოლოდ. მისმა ტრავმამ მხოლოდ ქართველები არ დაამწუხრა. ასევე პსჟ-ს გულშემატკივრები და ფეხბურთის ის ფანები, ვინც მისი თამაშის სტილით დიდ სიამოვნებას იღებდა.
იცის, რომ წინ რამდენიმე რთული თვე ელის, თუმცა იმედი მაქვს, ისეთივე ძლიერი დაუბრუნდება პსჟ-ს და საქართველოს ნაკრებს, როგორიც აქამდე იყო”, - აღნიშნა ვილი სანიოლმა.
ცნობისთვის: ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021-2026 წლებში წვრთნიდა
წყარო: Geo Team









