საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ფრანგული კლუბის "პარი სენ-ჟემენის" ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიამ ან ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში მარჯვენა მუხლზე წინა ჯვარედინი იოგი (ACL) გაიწყვიტა.
როგორ ირკვევა კვარაცხელიას ოპერაცია დასჭირდება და დროებით ვერ ითამაშებს.
მომხდარ ფაქტს თავად ფეხბურთელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა: ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა, ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, არ გიღალატებთ - მალე შევხვდებით
მოგვიანებით კი ნიცა თავაძემ მიმართა მეუღლეს, ხვიჩა კვარაცხელიას: ჩვენი ისტორია აქ არ მთავრდება - უფრო ძლიერები დავბრუნდებით, ვიდრე ოდესმე
ასევე ფაქტს ხვიჩა კვარაცხელიას დედა მაკა ლუკავა გამოეხმაურა:
ყველას დიდი მადლობა ხვიჩას სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის ❤️🙏🏻 ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი , რასაც გადის, წარმატებაც და გასაცდელიც, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება !!ის უფალს უყვარს და უფრო ძლიერს დაუბრუნებს თავის ქვეყანას და გულშემატკივრებს! ისევ ისე გაგახარებთ როგორც აქამდე !! მადლობა!!!❤️🙏🏻 ამაყი ვარ შენი სიძლიერით დედი!❤️❤️❤️" - წერს მაკა ლუკავა.




