ისტორიაში პირველად, ქართველმა მებრძოლმა UFC-ის ჩემპიონის ტიტული დაიცვა და ქამარი შეინარჩუნა!

 მატადორი კვლავ დაუმარცხებელია!  

ცნობისთვის, 27 წლის ქართველი მებრძოლის მეტოქე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი მაქს ჰოლოუეი იყო.  რომელიც წარსულში ამავე წონის ჩემპიონის ტიტულს უკვე ფლობდა.

MMA-ის კარიერაში 32 წლის ამერიკელ მებრძოლს 33 შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც 26 მოიგო.

ილია თოფურიას ანგარიშზე კი 15 ბრძოლა და 15 გამარჯვებაა. მან ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი 18 თებერვალს ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ მოიპოვა.

თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბი აბუ დაბიში ჩატარდა.