მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბელგიის დამარცხების (2:1) შემდეგ, ესპანეთის ნაკრები ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ესპანურმა სპორტულმა პრესამ „მამლების“ წინააღმდეგ აქტიური ფსიქოლოგიური იერიში უკვე დაიწყო.

კატალონიური გამოცემა Sport-ი მომავალ შეხვედრას „ნაადრევ ფინალს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს იქნება ტურნირის საუკეთესო თავდასხმისა (საფრანგეთი 16 გატანილი გოლით) და საუკეთესო დაცვის (ესპანეთი) ისტორიული დაპირისპირება. ესპანელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ წყვილში გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს და შანსები 50-50%-ზეა.

ექსპერტები აქცენტს ბოლო პერიოდის სტატისტიკაზეც აკეთებენ და საფრანგეთს ევრო 2024-ის ნახევარფინალსა და 2025 წლის ერთა ლიგაზე ესპანეთთან განცდილ მარცხს ახსენებენ. 

„თუ არსებობს გუნდი, რომლისაც საფრანგეთს ეშინია, ეს ჩვენ ვართ. სხვა ნაკრებებისგან განსხვავებით, ჩვენ უკან არასდროს ვიხევთ. კილიან მბაპეს ადგილზე, ნამდვილად შევშფოთდებოდი“, — აცხადებენ ესპანური მედიის წარმომადგენლები.