ბაქოში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში.
81 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ნახევარფინალში სერბი მიჰაილო სიმინი ოქროს დროში შიდოებით დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მოსაპოვებლად მასპინძელ ზელიმ ცკაევს და ყირგიზ აბილაიხან ჟუბანაზარს შორის გამარჯვებულთან იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი 3-გზის მსოფლიო ჩემპიონია.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




