ფილადელფიაში, „ლინკოლნ ფაინენშელ ფილდზე“, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მერვედფინალური შეხვედრა დასრულდა.

საფრანგეთის და პარაგვაის მატჩის პირველი ნახევარი ფრანგების აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა პარაგვაელები თავს ძალიან კარგად იცავდნენ და მათ კართან სახიფათო მომენტი მხოლოდ ერთხელ შეიქმნა.

მეორე ტაიმის პირველ წუთები პარაგვაიმ მატჩში პირველად ჩააწოდა ბურთი კუთხურიდან, 52-ე - 54-ე წუთებში კი საფრანგეთმა ზედიზედ სამჯერ შექმნა მათ კართან სახიფათო მომენტი. 

66-ე წუთზე მინდორზე ბრედლი ბარკოლას ნაცვლად შესული დეზირე დუეს, რომელიც დრიბლინგით შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, პარაგვაელმა ფეხბურთელმა ხელი ჰკრა და წააქცია. მსაჯის სასტვენი დუმდა, მაგრამ მალე, ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ, მან თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა და კილიან მბაპემ მიმდინარე ჩემპიონატზე თავის მეშვიდე გოლით საფრანგეთი დააწინაურა.

კილიან მბაპეს მიერ გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა და საფრანგეთი მეოთხედფინალში გავიდა.


საფრანგეთი - პარაგვაი 1:0(0:0)
გოლი: 70' კილიან მბაპე, თერთმეტმეტრიანიდან

შეგახსენებთ, რომ პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში მაროკომ კანადას სძლია.