რთველი რიგის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ეს რიგი მართვადია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრის თქმით, პროცესში აქტიურად არიან ჩართული სოფლების რწმუნებულები და შესაბამისად რიგში დგომის პერიოდი ლოგიკურ ჩარჩოებს არ სცდება.
„რაც შეეხება სახელმწიფოს დახმარების ნაწილის, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, ახალი ბაზრების ათვისებისთვის, გამოფენებში მონაწილეობით და სხვადასხვა მხარდამჭერი მექანიზმების შექმნით ვცდილობთ, რომ შევძლოთ ექსპორტის წახალისება, რათა მეღვინეებმა შეძლონ ახალი ბაზრების ათვისება ან არსებულ ბაზრებზე პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.










