ბაქოში, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხე საშეჯიბრებო დღის შეხვედრები დასრულდა.

81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა, ტატო გრიგალაშვილმა, მასპინძელ ზელიმ ცკაევს სძლია და მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი.

აღსანიშნავიუა, რომ დღეს გრიგალაშვილის და ცკაევის რიგით მერვე შეხვედრა იყო და აზერბაიჯანელს ერთადერთი გამარჯვება 10 წლის წინ ჰქონდა მოპოვებული. 

ტატო გრიგალაშვილის მიერ ბაქოში მოპოვებული მედალი ქართველ ძიუდოისტთა მიერ ბაქოში მოპოვებული რიგით მესამე მედალია.  შეჯიბრების პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუშინ კი ეთერ ლიპარტელიანი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

კაცები, 60კგ
1. აჰმედ იუსუფოვი - აზერბაიჯანი
2. შერზოდ დავლატოვი - ყაზახეთი
3. გიორგი სარდალაშვილი - საქართველო
3. რიუჯუ ნაგაიამა - იაპონია

ქალები, 48კგ
1. ვაკანა კოგა - იაპონია
2. ასუნტა სცუტო - იტალია
3. შირინ ბუკლი - საფრანგეთი
3. საბინა გილიაზოვა - რუსეთი

კაცები, 66კგ
1. ჰიფუმი აბე - იაპონია
2. დევიდ გარსია ტორნე - ესპანეთი
3. დენის ვიერუ - მოლდოვა
3. ტაკეში ტაკეოკა - იაპონია

ქალები, 52კგ
1. უტა აბე - იაპონია
2. არიან ტორო სოლერი - ესპანეთი
3. აიუმი ლეივა სანჩესი - ესპანეთი
3. ოდეტ ჯუფრიდა - იტალია

კაცები, 73კგ
1. რიუჯა ტანაკა - იაპონია
2. მახმადბეკ მახმადბეკოვი - არაბთა გაერთიანებული სამიროები
3. რაშიდ მამადალიევი - აზერბაიჯანი
3. დაიან ბულემტაფესი - საფრანგეთი

1. აკარი ომორი - იაპონია
2. ეთერ ლიპარტელიანი - საქართველო
3. ანა ვიქტორია პულიზი - ხორვატია
3. მარიცა პერისიჩი - სერბეთი

კაცები, 81 კგ
1. ტატო გრიგალაშვილი - საქართველო
2. ზელიმ ცკაევი - აზერბაიჯანი
3. ომარ რაჯაბი - აზერბაიჯანი
3. მიჰაილო სიმინი - სერბეთი

ქალები, 63 კგ
1. ჰარუკა კაძუ - იაპონია
2. კერემ პრიმო - ისრაელი
3. რენატა ზახოვა - ჩეხეთი
3. ენხრილენ ლხაგვატოგო - მონღოლეთი

შეგახსენებთ, რომ ქართველ ძიუდოისტებს 1965 წლიდან ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატამდე 15 ოქროს, 19 ვერცხლის და 38 ბრინჯაოს მედალი ჰქონდათ მოპოვებული.

მოამზადა რაულ კაპანაძემ