ბაქოში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში.

დღეს ტატომიზე 90 კგ წონითი კატეგორიის კაცები და 70 კგ წონითი კატეგორიის ქალები იბრძვიან მედლებისთვის.

90 კგ წონაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური პირველი ორი შეხვედრის მოგების შემდეგ მერვედფინალში იაპონელ სანშირო მურაის შეხვდა, იპონით დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

აღსანიშნავია რომ დღემდე ერთმანეთს შორის გამართულ ხუთივე შეხვედრაში გამარჯვებული ლაშა ბექაური იყო.

ამავე წონაში მოასპარეზე მეორე ქართველი ძიუდოისტი, ლუკა მაისურაძე, პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი იუკოთი დამარცხდა სერბ ბორის რუტოვიჩთან.

ქალთა 70 კგ წონაში ქართველმა ძიუდოისტმა, ნინო გულბანმა, პირველ წრეში ჩინელი ინგინგ ფენგისთან იუკოთი აგებდა, მაგრამ ბოლო წამზე იპონით დაამარცხა, მეორე წრეში კინ ისრაელელ მაია გოშენს იუკო-ვაზარის უპირატესობით მოუგო. 

მერვედფინალში ნინო გულბანი შვედ იდა ერიკსონს შეხვდება

მოამზადა რაულ კაპანაძემ