ბელგრადში წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები პირველ ტურში საბერძნეთის ნაკრებს შეხვდა და 6:20 (0:3, 2:9, 2:3, 2:5) დამარცხდა.
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ხორვატიამ სლოვენია 20:4 (3:1, 5:1, 7:1, 5:1) დაამარცხა.
13 იანვარს საქართველო ხორვატიას შეხვდება, 15 იანვარს კი სლოვენიას. ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე სამი საუკეთესო გადის




