ბელგრადში მიმდინარე წყალბურთში ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს

ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველომ სლოვენია 22:11(4:3, 4:5, 6:2, 8:1) დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა.

ამავე ჯგუფში პირველი ადგილისთვის მატჩში საბერძნეთმა ხორვატიას 11:10(3:2, 2:1, 3:4, 3:3) სძლია.

მეორე ეტაპის ექვსგუნდიან ჯგუფში საქართველოსთან ერთად იასპარეზებენ საბერძნეთი, ხორვატია, იტალია, რუმინეთი და თურქეთი.

1. იტალია - მოგება 2  ბურთების სხვაობა 39-14
2. საბერძნეთი - მოგება 2 ბურთების სხვაობა 31-16
3. ხორვატია - მოგება 1  ბურთების სხვაობა 28-18
4. რუმინეთი - მოგება 1 ბურთების სხვაობა 26-39
5. თურქეთი - მოგება 0  ბურთების სხვაობა 27-39
6. საქართველო - მოგება 0  ბურთების სხვაობა 13-38

მათგან პირველი ორი ნახევარფინალში გავა, მესამე ადგილზე გასული მეხუთე ადგილისთვის, მეოთხე ადგილზე გასული მეშვიდე ადგილისთვის, მეხუთე ადგილზე გასული მეცხრე ადგილისთვის, მეექვსე ადგილზე გასული კი მეთერთმეტე ადგილისთვის ითამაშებს მეორე ექვსგუნდიან ჯგუფში შესაბამის ადგილზე გასულ გუნდთან.

საქართველო 17 იანვარს იტალიას შეხვდება, 19 იანვარს რუმინეთს, 21 იანვარს კი თურქეთს