შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საარჩევნო უბნებზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს.
ეგზიტპოლების საფუძველზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ოპოზიციურმა კოალიციამ - სოციალ-დემოკრატიულმა ლეიბორისტულმა პარტიამ, მემარცხენე პარტიამ, ცენტრისტულმა პარტიამ და მწვანეთა პარტიამ - შვედეთის პარლამენტში ადგილების უმრავლესობა მოიპოვა.
ამ მემარცხენე ბლოკს შეუძლია ხმების 51.3%-ის მიღების იმედი ჰქონდეს, რაც მას 183 ადგილს მოუტანს.
მმართველმა კოალიციამ - ზომიერი კოალიციის პარტიამ, ლიბერალურმა პარტიამ, ქრისტიან-დემოკრატებმა და შვედეთის დემოკრატებმა, რომლებიც მათ მხარს უჭერენ - ხმების 47% მიიღო, რაც მათ 166 ადგილს მოუტანს
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის ხელმძღვანელობით, სოციალ-დემოკრატიულმა ლეიბორისტულმა პარტიამ ყველაზე მეტი მხარდაჭერა (28.4%) მიიღო.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




