რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინული მედიის თანახმად, რუსეთის არმია ოდესას, კრივოი როგს, დნეპრს და ზაპოროჟიეს რაკეტებით და დრონებით დაესხა თავს.
თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა კრივოი როგში, ზაპოროჟიესა და კიევში. ოდესაში თავდასხმის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. დაზიანებულია გაზსადენებიც.
ოდესაში თექვსმეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. კრივოი როგში და დნეპრში თავდასხმის სამიზნე გახდა სამრეწველო საწარმოები.
ზაპოროჟიეში დრონები საცხოვრებელ ზონებში აფეთქდა, რამაც კერძო სახლები დააზიანა. კიევის რეგიონში სულ თხუთმეტი ობიექტი დაზიანდა, მათ შორის შვიდი კერძო სახლი, სატრანსპორტო საშუალება, საწყობები და ანგარები, ასევე ელექტროგადამცემი ხაზი




