ბრიტანულმა გამოცემა, The Telegraph-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებზე. სტატიის ავტორი, ოლივერ ბრაუნი მიიჩნევა, რომ ექვსი ერის კარი, "ბორჯღალოსნებისთვის" უნდა გაიხსნას.

სტატიაში ავტორი იმ მიზეზებს აღნიშნავს, თუ რატომ უნდა იყოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 6 ერის წევრი. ასევე იმ წინაღობებზე საუბრობს, თუ რა უშლით "ბორჯღალოსნებს" "დიდ ბიჭებში" მოსახვედრად ხელს.

"აიპრესი" გთავაზობთ სტატიის ნაწყვეტს.

"მშვიდად და თითქმის შეუმჩნევლად, საქართველოს ნაკრებმა, მსოფლიო რაგბის რეიტინგში იტალიას გადაასწრო. 

მაშინ როდესაც, იტალია უელსთან დამარცხდა, კავკასიელმა გიგანტებმა, ევროპის ერთა თასი მოიპოვეს.

მათი ექვს ერიდან გარიყვას, არანაირი კავშირი აქვს, რაგბისთან. საქართველოს ბოლო სამი წლის განმავლობაში, ევროპის ერთა თასზე არცერთი მატჩი არ წაუგია და გეგმავს შემოდგომაზე, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში დიდი წარმატების მიღწევას. ნაკრების 27 მოთამაშიდა, 17 საფრანგეთის კლუბებში მოღვაწეობს. ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ ვერ ცვლის საქართველო, ექვს ერში იტალიას, ეს კომერციული კულტურაა. საბოლოო ჯამში, საშუალო გულშემატკივარს, ურჩევნია იტალიაში, Trevi Fountain-თან გაატაროს უქმეები, ვიდრე თბილისის ქუჩებში.

არავინ ამბობ, რომ მათ იტალია, შოტლანდია უნდა გამოაგდონ, მაგრამ დადგა დრო, რომ მიეცეთ ქართველებს შანსი, დასრულდეს ევროპის რაგბის ბატონობა და „Tier Two”-სთან ცუდი ურთიერთობა და შეიქმნას, მეორე წრისათვის ორეტაპიანი პლეიოფი.

არსებობს სურვილი, რომ საქართველო, "დიდი ბიჭების" რიგებში სერიოზულად მიიღონ. საქართველო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიაზრება, როგორც "მაღალ დონეზე მოასპარეზე" გუნდად.

ბორჯღალოსნები იმსახურებენ ბევრად მაღალ საფეხბურს, რათა დაამტკიცონ, თავიანთი, ძალები.

ამასთანავე, 6 ერის უმრავლესობას, გაფართოების ხსენებაც არ სურს. 

არსებობს კიდევ ერთი დელიკატური სირთულე. თბილისსა და ლონდონს შორის 2500 მილზე მეტია დაშორება, საქართველოს დედაქალაქი კი ძალიან ახლოს არის ოკუპირებულ ტერიტორიასთან, სამხრეთ ოსეთთან. თუმცა ძველი ქალაქის ლამაზ,ვიწრო გზებსა და დახრილ შენობებს აქვს პოტენციალი, რომ ერთ დღეს მეტოქეობა გაუწიოს წმინდა პეტრეს მოედნის გარშემო განლაგებულ ტრატორიებს, როგორც რაგბის გულშემატკივართა თავშეყრის ადგილებს".