თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი იმართება - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.

წონითი კატეგორიები: უმსუბუქესი წონა (Bantamweight - ქალები) - 53-57 კგ-მდე, ქვემსუბუქი წონა (Featherweight) - 65 კგ-მდე, მჩატე წონა (Lightweight) - 70-74 კგ-მდე, საშუალო წონა (Middleweight) - 86 კგ-მდე, ნახევრად მძიმე წონა (Light Heavyweight) - 97 კგ-მდე, პირველი მძიმე წონა (Cruiserweight) - 9-100 კგ და მძიმე წონა (Heavyweight) - 125 კგ-მდე.

ტურნირში მონაწილე ყველა სპორტსმენი მიიღებს ფულად ჯილდოს, როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული. გარდა ამისა, გაიმართება სამი საჩემპიონო ბრძოლა, სადაც მონაწილეები ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად იასპარეზებენ: 1. სნაიდერი vs. სადულაევი, 2. დეიკი vs გამყრელიძე, 3. მაროულისი vs. ლისაკი.

RAF Georgia ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში იმართება.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია და ტურიზმის ადმინისტრაცია, ტელეკომპანია „იმედი“.

ღონისძიებას პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია „იმედი“ გთავაზობთ.