ლუქსემბურგის კომუნა მონდორფში თბილისის „დინამომ“ უეფას კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო წრის პირველი რაუნდის პირველი შეხვედრა გამართა.
ლუქსემბურგის პატარა კომუნა (მოსახლეობა დაახლოებით 5100 კაცი) მინდორფის 1000-მაყურებლიანი ტევადობის სტადიონზე თბილისი „დინამო“ ადგილობრივ „მინდორფს“ დაუპირისპირდა.
თბილისელებმა მე-2 და მე-19 წუთებზე გატანილი სწრაფი გოლებით დაწინაურდნენ და ორბურთიან უპირატესობას 71-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ.
მასპინძლების მიერ გატანილი ერთადერთი გოლის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.
„მინდორფი“ - „დინამო“ 1:290:2)
გოლები: 2' ალგესიმო ბაჰი 0:1, 19' მათე ვაწაძე 0:2, 71' ჰატიმ ფარი 1:2




