არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ალაზნის გამზირზე, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში დაიწყო.
სიტყვიერი დაპირისპირებისას, ერთ-ერთმა პირმა მეორე ცივი იარაღით, ყელის არეში დაჭრა.
არასრულწლოვანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.










