12 ივლისს, თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III წირვას აღავლენს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„ამა წლის 12 ივლისს, თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს სახელობის (ავლაბარში მდებარე) ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს.

„ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

მისამართი: წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ქუჩა 1 ბ.“- წერია განცხადებაში.