არგენტინის ნაკრებისა და საფეხბურთო სამყაროს ლეგენდამ, ლეო მესიმ, ეგვიპტესთან მუნდიალის მერვედფინალური მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა.
არგენტინელი ვარსკვლავი მოედანზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ტიროდა. გულშემატკივრებისა და მედიის შეფასებით, მესის ეს რეაქცია იმ უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის შედეგი იყო, რაც გუნდმა მოედანზე გადაიტანა.
ნაკრების კაპიტანმა მატჩის შემდეგ აღიარა, რომ თამაშის გარკვეულ მონაკვეთში საფრთხე რეალური იყო და მანაც იგრძნო, რომ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშვა ძალიან ახლოს იყო. მიუხედავად დრამატული და უკიდურესად დაძაბული ბრძოლისა, არგენტინის ნაკრებმა მოახერხა პრინციპული მეტოქის გატეხვა, მერვედფინალური ბარიერი გადალახა და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.




