პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე დღე ქალები 70 კგ, ხოლო კაცები კი 81-90 კგ წონით კატეგორიებში ასპარეზობენ.
დღეს ტატამზე გამოსული 4 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის ბრძოლას ორი აგრძელებს.
81 კგ წონაში სამგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა უკრაინელი ვლადისლავ კოლობოვი იუკოთ, ჩეხი იან სვობოდა იპონით, ბულგარელი ხრისტო ვალკოვი ასევე იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ აზერბაიჯანელი ზელიმ ცკაევი ჰყავდა.
ტატო გრიგალაშვილმა მეტოქე ოქროდ დროში იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლისთვის ბელგიელ მატიას კასეს და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუს ტიმურ არბუზოვს შორის გამარჯვებულთან იჭიდავებს.
90კგ წონაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ მოლდაველ მიხაილ ლატიშევს ორჯერ აუღო ვაზარი, ბოსნია და ჰერცეგოვინელი ტონი მილეტიჩი შიდოებით დაამარცხა და აზერბაიჯანელი მურად ფატიევთან იპონით დამარცხდა.
ლუკა მაისურაძე რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ბულგარელ ივაილო ივანოვთან ოქროს დროში იპონით დამარცხდა.
ამავე წონაში გიორგი ჯაბნიაშვილმა ფინელი არტურ კანევეცი იუკოთი, ნორვეგიელი კორნელიუს ეილერტსენი იპონით დაამარცხა, პულის ფინალში კი სერბ ნემანია მაიდოვთან ოქროს დროში დამარცხდა იუკოთი.
გიორგი ჯაბნიაშვილი რეპეშაჟიდან აგრძელებს ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის
ქალთა 70 კგ წონაში მარიამ ჭანჭურია პოლონელ ალექსანდრა კოვალევსკასთან დამარცხდა.