პოდგორიცაში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.
ასპარეზობის პირველ დღეს ტატამზე 48-52 კგ წონითი კატეგორიის ქალები და 60-66კგ წონითი კატეგორიების კაცები გამოდიან.
60 კგ წონით კატეგორიის ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა, 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ფრანგ ლუკა მხეიძეს და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუს აიუბ ბლიევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
48 კგ წონაში ჯულიეტა როდონაია საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუს მარინა ვორობიოვასთან დამარცხდა.
66 კგ წონაში ვაჟა მარგველაშვილი გერმანელმა მარტინ სეცმა დაიჭირა მტკივნეულ ილეთზე, თემურ ნოზაძემ კი უკრაინელ ნაზარ ვისკოვთან გამარჯვების შემდეგ ისრაელელ გაი გუტმანთან იწვნია მარცხი.