პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ წონითი კატეგორიის ფინალისტები გამოვლინდნენ.

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა, რომელმაც პულის ფინალში უაღრესად დაძაბული ჩვიდმეტწუთიანი შერკინების შემდეგ სძლია კოსოვოელ აკი გიაკოვას, მეტად მცირე დროში ვერ შეძლო ძალების აღდგენა და ვაზარით დამარცხდა.

ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბასთან იჭიდავებს. 

შეგახსენებთ, რომ ქალთა 57 კგ წონითი კატეგორიის ოქროს მედლისთვის ეთერ ლიპარტელიანი იჭიდავებს.