ლიმასოლში, სპორტულ სამბოში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა

ქართველმა სპორტული სამბოს ოსტატებმა კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ ნინო ოძელაშვილი (72კგ) და ავთო მუკბანიანი (64კგ).

ვერცხლის მედალი მოიპოვა ვახტანგ ჩიდრაშვილმა (58კგ).

ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ ელენე ქებაძე (+78კგ), ელიზბარ თურქია (71კგ), ომარ ნიაზაშვილი (79კგ), უშანგი მარგიანი (88კგ), მიშიკო ნოზაძე (98კგ) და გიორგი ჩაგელიშვილი (98კგ)