ცენტრალურ პარკში შადრევნები ჩაირთო. მრგვალ აუზზე მზად არის საფეხმავლო ბაქანი, წყლის ჭავლის სიმაღლე 2 – 3 მეტრია.

შადრევანი ღამის საათებში განათდება, ასევე პარკში განათავსეს დეკორატიული ჭადრაკის მაგიდა, სკამები, საყვავილეები და ნაგვის კონტეინერები. გრძელდება გამწვანების სამუშაოები, ეწყობა რეკრეაციული სივრცეები და სკვერები. მწვანე ქალაქში ამ ეტაპზე 15 სასტუმრო და 50-მდე საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს.