საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა თბილისში,  ევროპის ვერცხლის ლიგის გათამაშებაში, ლუქსემბურგს უმასპინძლა და ხუთ სეტში დაამარხცა – 3:2 (21:25, 31:29, 25:15, 22:25, 15:8)

მატჩი დაძაბული გამოდგა. ქართველმა ფრენბურთელები სამი სეტის შემდეგ 2:1 იგებდნენ, მეოთხე სეტში ლუქსემბურგმა ანგარიში გაათანაბრა და გამარჯვებულის გამოსავლენად გადამწყვეტი სეტი გახდა საჭირო, რომელიც უკეთესად ქართველმა ფრენბურთელებმა ჩაატარეს, 15:8 მოიგეს და ვერცხლის ლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში ქართველმა ფრენბურთელებმა ავსტრიას გასვლით მატჩში 3:2 სძლიეს.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 ივნისს, თბილისში, ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.