შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული პირები: რუმინეთის მოქალაქე ა.ნ., ერითრეას მოქალაქე ფ.მ., იორდანიის მოქალაქე ი.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
ამავე ბრალდებითაა დაკავებული კიდევ ერთი პირი - 2002 წელს დაბადებული ო.ა.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.