უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პოლონური საინფორმაციო საიტის, Defence24-ის და არასამთავრობო ორგანიზაცია „მხარი დაუჭირეთ უკრაინას“ დაკვეთით IBRiS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს თავის ფეისბუქ-გვერდზე ეხმიანება და წერს: ევროპას იღვიძებს!

დღეს, დამოუკიდებელმა პოლონურმა ინტერნეტ-გამოცემა Notes from Poland-მა IBRiS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ პოლონელებს შორის უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისადმი ერთსულოვანი მხარდაჭერა აღარ არსებობს. გამოკითხულთა 35%-მა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მისცა ხმა, 37%-მა კი - ნატოში გაწევრიანებას. ამავდროულად, ორივე შემთხვევაში მოწინააღმდეგეთა რაოდენობა 42%-ს შეადგენს.

ასევე საყურადღებოა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 35% თვლის საჭიროდ უკრაინისთვის ეკონომიკური მხარდაჭერის კვლავ გაგრძელებას, 44% კი წინააღმდეგია.

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის წინააღმდეგია გამოკითხულ პოლონელთა 45%, დახმარების არსებული დონის შენარჩუნების კი 35%. გამოკითხულთა 5% თვლის, რომ სამხედრო დახმარების დუნე უნდა გაიზარდოს.

გამოკითხულთა 35% მიიჩნევს, რომ ომის დასრულების მიზნით უკრაინა უნდა შეეგუოს გარკვეული ტერიტორიების დაკარგვას, 34% კი თვლის, რომ ეს არ უნდა დაუშვან.

პორტალი იხსენებს სამი წლის წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს და აღნიშნავს, რომ პოლონელების 85 % მხარს უჭერდა უკრაინის ევროკავშირში და 75 % ნატოში გაწევრიანებას, ხოლო მოწინააღმდეგეთა წილი მინიმალური იყო - 8 % და 14 %.

ვიქტორ ორბანი გამოკითხვის შედეგებს ფეისბუქზე ეხმიანება და წერს:

დღევანდელი სიახლეები: „უზარმაზარი გარდამტეხი მომენტი: პოლონელებსაც კი არ სურთ უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება“
ევროპა იღვიძებს!