არსებული  ინფორმაციით, შირაქის მიმდებარე ტერიტორიაზე  მსუბუქი ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ტრაქტორი კი გადაბრუნდა და შიგ მსხდომი  მამა-შვილი მოიყოლა. 
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, შესაძლოა მათი ტრანსპორტირება თბილისში მოხდეს. 

დღის განმავლობაში, კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა  დედოფლისწაყროს ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა.

ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი. 

მომხდარ ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება.