თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ჯიხურში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და მფლობელს თანხა მოსთხოვა.
თავდამსხმელს ჯიხურის მფლობელმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც დაზიანება მიიღო.
სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.