ლინცში დასასრულს უახლოვდება ძიუდოისტთა ასპარეზობა ზემო ავსტრიის გრან პრიზე.
წარმატებით იასპარეზა ახალ წონაში და ავსტრიის გრან პრის ოქროს მედლის მფლობელი გახდა ტატო გრიგალაშვილი. ქართველმა ძიუდოისტმა 90 კგ წონის ფინალში თანაგუნდელი ლუკა ჯავახიშვილი დაამარცხა.
კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი აქვს ზემძიმე წონის ძიუდოისტ ირაკლი დემეტრაშვილს. ბრინჯაოს მედლისთვის იგი აზერბაიჯანელ ჯამალ გამზატხანოვთან იჭიდავებს.
ზემო ავსტრიის გრან პრიზე საქართველო ნაკრების ექვსი პირველი ნომრით (ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი) იყო წარმოდგენილი. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ აგრეთვე თორნიკე გიგაური, გიორგი ტერაშვილი, ზაურ დვალაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი




