ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და მოადგილე პაატა ბუცხრიკიძესთან ერთად, ქალთა საერთაშორისო დღე ღვაწლმოსილ პედაგოგებს მიულოცა.


ნანული კობახიძე,  ნელი ბურჯანაძე და გულნაზი ხიზანეიშვილი დღემდე აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევიან, მერმა მათ  საჩუქრები გადასცა და მადლობა გადაუხადა არაერთი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის.