სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალ საქმეზე გამოძიება დაიწყო. ეს ინფორმაცია „აიპრესს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.
საქმე ეხება ბაჩო ახალაიას განცხადებას სასამართლო პროცესზე. ახალაიამ 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მიმდინარე სხდომაზე განაცხადა – „ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით“.








