თელავში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი ქვეითს  დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზატკეცილზე მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ქალი საავტომობილო გზის გადაკვეთას ცდილობდა. 

სასწრაფო-სამედიცინო  დახმარების ბრიგადამ ასაკოვანი ქალი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა. 

„პირველადი დათვალიერებით არის ზედა კიდურის მოტეხილობა. ამ წუთებში პაციენტს დამატებითი კვლევები უტარდება, რის შემდეგაც დაიწყება შესაბამისი მკურნალობა“, - განუცხადა „აიპრესს“ თელავის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერმა, ხათუნა ჭონიაშვილმა. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.