მილანში ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 1/4 ფინალური შეხვედრები მიმდინარეობს
ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგის N1 სპორტსმენის, ევროპის ჩემპიონის და მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორის, სანდრო ბაზაძის მეტოქე იაპონელი კენტო იოშიდა (N56) იყო.
სანდრო ბაზაძემ 15:9 დაამარცხა მეტოქე და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ეგვიპტელ ზიად ელსისის (N12) და იტალიელ მიკელე გალოს (N14) შორის უმჯობესს შეხვდება.
კიდევ ორი ნახევარფინალისტი ამერიკელ ელი დერშვიცს (N13) და კორეელ ჰანსოლ ჰას (N50) და პოლონელ სჟიმონ ჰრიჩიუკსა (N93) და უნგრელ არონ ჟილაგის (N2) შეხვედრებში გამოვლინდება.