ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე სამსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე, ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარს წინ გაზის ბალონის აფეთქების ხმა უსწრებდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.